ვან გაალი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში? - რას ამბობენ გერმანელები » სპორტის ხაზი

ვან გაალი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში? - რას ამბობენ გერმანელები

ვან გაალი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში? - რას ამბობენ გერმანელები
13-09-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ჰანსი ფლიკის გათავისუფლების შემდეგ საფეხბურთო გერმანია ქვეყნის პირველი გუნდისთვის ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.

გერმანიის ნაკრებს არასდროს ჰყოლია უცხოელი მწვრთნელი, მაგრამ ახლა გერმანელები ამაზეც დაფიქრდნენ გაჟღერდა ორი სპეციალისტის გვარი: ლუის ვან გაალის და ზინედინ ზიდანის. გერმანულ მედიაში იწერება, რომ ზიდანთან მოლაპარაკებების დაწყებას აზრი აქვს, თუმცა ვან გაალსაც ბევრი მომხრე ჰყავს!

“ჩემი სურვილიცაა და მიმაჩნია, რომ გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი ახლა სწორედ ვან გაალი იქნება!”

“მას ბევრი დიდი ომი აქვს მოგებული. გავიხსენოთ თუნდაც სულ ახლო წარსული და კატარში გამართული მუნდიალი - რამდენად შორს გაიყვანა ნიდერლანდების ნაკრები, რომლისგანაც ამას არავინ ელოდა. გერმანიის ნაკრებს ახლა მწვრთნელად დიდი პერსონა სჭირდება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.” - ვან გაალის დანიშვნას მხარს უჭერს ბასტიან შვაინშტაიგერი.

“ვან გაალი დისციპლინის, წესრიგისა და სტრუქტურის ფანატიკოსი მწვრთნელია. იგი ყოველთვის მკაფიოდ და გასაგებად უხსნის ფეხბურთელებს ყველაფერს. ბაიერნში მისი დანიშვნა თავის დროზე ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ძლიერი პერსონაა უდიდესი გამოცდილებით საერთაშორისო დონეზე.” - შვაინშტაიგერს ეთანხმება გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფილიპ ლამიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი