ვინ შეცვლის ფლიკს - გერმანიის ნაკრების პრიორიტეტი ცნობილია » სპორტის ხაზი

ვინ შეცვლის ფლიკს - გერმანიის ნაკრების პრიორიტეტი ცნობილია

ვინ შეცვლის ფლიკს - გერმანიის ნაკრების პრიორიტეტი ცნობილია
11-09-2023, 20:18
Aa Aa
გაზიარება:

იაპონიის ეროვნულ ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ჰანსი ფლიკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბუნდეს ნაკრებს ამჟამად დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ის რუდი ფოილერია, თუმცა გერმანია ფლიკის შემცვლელზე აქტიურად მუშაობს.

BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავარი პრიორიტეტი იულიან ნაგელსმანია. ნაგელსმანი მიუნხენის "ბაიერნიდან" გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და სწორედ გერმანიის ნაკრების გაწვრთნას უწინასწარმეტყველებენ.

ნაგელსმანის გარდა იწერება იურგენ კლოპზეც, თუმცა კლოპი "ლივერპულიდან" წასვლას არ აპირებს, რაც თითქმის გამორიცხულს ხდის გერმანიის ნაკრების ჩაბარებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი