ტურაშვილი: "აი ეს ძალა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად ფეხბურთს" » სპორტის ხაზი

ტურაშვილი: "აი ეს ძალა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად ფეხბურთს"

ტურაშვილი: "აი ეს ძალა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად ფეხბურთს"
22-08-2023, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

მწერალი დათო ტურაშვილი გარკვეული ხნის წინ პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი იყო, სადაც ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. საფრანგეთიდან გუშინ მივიღე წერილი, ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. მაგრამ რამდენი წელი უნდა ვწერო, რომ მსოფლიოს გავაგებინო, რა არის საქართველო. ხვიჩას კი 90 წუთში შეუძლია მსოფლიო საქართველოზე აალაპარაკოს.

დღეს საქართველოს სიმბოლო არის ხვიჩა კვარაცხელია. მის გამო ყველაფერი საინტერესო ხდება, რაც საქართველოს უკავშირდება. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. მასზე მასობრივი სახალხო დღესასწაული და სარბიელი არ არსებობს. ფეხბურთის დღესასწაული დაგვიბრუნდა, რადგან თავადაა ნიჭის დღესასწაული.

ხვიჩას ვერავის შევადარებ, ტოტალურ ფეხბურთამდე არსებული დღესასწაული დააბრუნა, რადგან სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. ის ფენომენია, რომელიც არ გაჩერდება. ახლა როგორც კვარა მიდის, დარწმუნებული ვარ, მას ნებისმიერი კლუბი შეიძენს
", – განაცხადა დათო ტურაშვილმა ტაიმაუტში სტუმრობისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი