"ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე გადაწყდეს", - როდის ჩაიბარებს ზიდანი ახალ კლუბს? » სპორტის ხაზი

"ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე გადაწყდეს", - როდის ჩაიბარებს ზიდანი ახალ კლუბს?

"ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე გადაწყდეს", - როდის ჩაიბარებს ზიდანი ახალ კლუბს?
17-02-2023, 19:42
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რეალ მადრიდის დატოვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერაში დროებით პაუზა აიღო და ამ დრომდე ახალი გუნდი ჯერ არ ჩაუბარებია.

ცოტა ხნის წინ, ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს, თუმცა მისი მომდევნო კლუბის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

"ჯერ დრო მაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენი. დანამდვილებით რაც ვიცი, ის არის, რომ მწვრთნელობა კვლავ მინდა. შესაძლოა, ივნისამდე მომეცეს გადაწყვეტილების მიღების დრო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფადაც წარიმართოს", - განაცხადა ზიდანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი