მამუკელაშვილი All Star-ის მატჩში ითამაშებს » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილი All Star-ის მატჩში ითამაშებს

მამუკელაშვილი All Star-ის მატჩში ითამაშებს
16-02-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს G ლიგის All Star-ის მატჩში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი მიიღებს. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე ითამაშებს.

როგორც იცით, სანდრო "მილუოკი ბაქსის"რიგებში ასპარეზობს, მაგრამ გუნდში დიდი კონკურენციის გამო ფორმის შესანარჩუნებლად NBA-ს განვითარების ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" ღირსებას იცავს, სადაც სოლიდურ სტატისტიკას აგროვებს: 20.3 ქულა, 10.1 მოხსნა და 4.1 შედეგიანი გადაცემა.

მამუკელაშვილი ლუკა გარსას გუნდში ჩალზ ბეისის ნაცვლად ითამაშებს. All Star-ის მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი