ყველაფერი იღბალს დააბრალა - რა თქვა პოლონეთის მწვრთნელმა წაგების შემდეგ » სპორტის ხაზი

ყველაფერი იღბალს დააბრალა - რა თქვა პოლონეთის მწვრთნელმა წაგების შემდეგ

ყველაფერი იღბალს დააბრალა - რა თქვა პოლონეთის მწვრთნელმა წაგების შემდეგ
12-06-2025, 18:19
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ღამით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი პოლონეთთან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებით გახსნა, რამაც მეტოქე გუნდის დამრიგებელი ძალიან გააღიზიანა.

ადამ მაიევსკი ყველაფერს იღბალს აბრალებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები გუშინდელ შეხვედრაში მოგებას არ იმსახურებდა.

სიმართლე ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუმართლა. მათ ორივე გოლი შემთხვევით გაგვიტანეს.

- თქვა მაიევსკიმ პრესკონფერენციაზე წაგების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პირველი გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა, რომლის ტრავმაც საშიში არ აღმოჩნდა და შემდეგ შეხვედრაში დაგვეხმარება, გამარჯვების ბურთი კი ვასილიოს გორდეზიანმა შეაგდო და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი