საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.
კიტემ შტურმის მაისურით ამჯერად ლინცის კარი აიღო. ქართველმა ფეხბურთელმა ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა და მთავარ ბომბარდირ რონივალდოს ახლა მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.
ვიდეო