პერუში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ოჩიგავა (81 კგ.) ასპარეზობს.
მსოფლიო ფიცარნაგზე ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 147 / 151 კგ. დაძლია და მე-6 ადგილი დაიკავა.
ოჩიგავამ აკვრაში თავი 183 კილოგრამს გაართვა და მე-5 საფეხური დაიკავა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 334 კილოგრამითაც.