დღეიდან, პერუში მიმდინარე 17 და 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები იასპარეზებენ.
შეჯიბრებაზე პირველი დიმიტრი აბრალავა (67 კგ.) გამოვა. ძალოსანი (U17) ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 22:30 საათიდან იასპარეზებს.
ამის შემდეგ კი 2 მაისს, 01:00 საათზე გიგა ოდიკაძის (61 კგ.) გამოსვლას ვიხილავთ. ძალოსანი მსოფლიო ფიცარნაგზე (U20) ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გამოვა.