ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს:
8 მაისს, 17:00 საათზე თბილისი არენაზე ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე.
ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია.
- ამბობს გორგოძე.
8 რიცხვში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრას საბერძნეთთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე კვალიფიცირდება.