საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) პრესსამსახურმა 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ხუთი ფეხბურთელი წარადგინა, საიდანაც 4 პსჟ-ის მოთამაშეა.
სიაში უსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია მოხვდნენ, მეხუთე კანდიდატი კი გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი რაიან შერკია.
ცნობისთვის, ბოლო 4 სეზონის გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა, ახლანდელი პირველადგილოსნის ვინაობას კი 11 მაისს გავიგებთ.