საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, დავით კაჭარავა საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობდა, სადაც მან ბორჯღალოსნებისა და მსოფლიოს თასის შესახებ ისაუბრა.
სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.
თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება.
- ამბობს დავით კაჭარავა.