გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წინააღმდეგ 17 წლის ლამინ იამალს ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა. გარდა გატანილი ულამაზესი გოლისა, ბარსელონას ვუნდერკინდი სხვა არაერთ ეპიზოდშიც გამოირჩა, ახლა კი ყველა მის გენიაზე საუბრობს.
იამალით აღფრთოვანებული დარჩა რიო ფერდინანდიც. აი, რა თქვა იუნაიტედის ლეგენდამ სამომავლო ოქროს ბურთისა და ლამინის შესახებ:
თუ იამალი მილანსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი იქნება, მაშინ მას ოქროს ბურთი უნდა გადასცენ.
- ამბობს რიო.
მართლაც, ოქროს ბურთის ხუთეულში ბარსელონას ფეხბურთელები ჭარბობენ. როგორც მინიმუმ, იქ ადგილი პედრისთვის, რაფინიასთვის და იამალისთვის ნამდვილად მოიძებნება.
იამალის მონაგარი ამ სეზონში:
ლა ლიგა - 30 მატჩი, 6 გოლი და 12 საგოლე პასი
ჩემპიონთა ლიგა - 12 მატჩი, 5 გოლი და 3 საგოლე პასი
კოპა დელ რეი - 5 მატჩი, 2 გოლი და 5 საგოლე პასი
სუპერ თასი - 2 მატჩი, 2 გოლი