ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს » სპორტის ხაზი

ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
გუშინ, 17:18
Aa Aa
გაზიარება:

55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი, შესაძლოა უახლოეს მომავალში დაბრუნდეს სამწვრთნელო საქმიანობაში.

როგორც გამოცემა Sky Sports და ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინებიან, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობა ჩაბი ალონისოს შემცვლელად სწორედ ტენ ჰაგს განიხილავს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ლევერკუზენის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო, მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნეა. ესპანელი სპეციალისტი მოხიბლულია ამ წინადადებით და დიდი სურვილი აქვს, კარიერა „რეალში“ გააგრძელოს.

ერიკ ტენ ჰაგი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ის პოსტიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, ტენ ჰაგი „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და გუნდთან ერთად არაერთი წარმატება მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი