ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი არკადიუშ მილიკთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი თავდამსხმელი თავდაპირველად კლუბის გეგმებში არ შედიოდა.
მილიკის ძველი ხელშეკრულება 2026 წელს იწურებოდა, ხოლო მხარეებმა თანამშრომლობა 2027 წლამდე განაახლეს.
შეთანხმების მიხედვით, მილიკმა ხელფასი შეიმცირა და ის თანხა, რასაც ერთი სეზონში იღებდა, ორ სეზონზე გადანაწილდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ პირობით დათანხმდა „იუვენტუსი“ ახალ კონტრაქტზე.