ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესას 27-ე ტურში ბექა ბურჯანაძის კლუბი, „ლეიმა კორუნია“, გასვლით შეხვედრაში „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და 76:84 დამარცხდა. მიუხედავად გუნდის მარცხისა, ბურჯანაძემ მოედანზე კვლავ სასარგებლო თამაში აჩვენა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ თამაშში 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, სამქულიანი 3 ცდიდან ერთხელ გამოიყენა და 6 საჯარიმოდან 5 ზუსტად შეასრულა.
ამ მარცხის შემდეგ „ლეიმა კორუნია“ ლიგაში 6 მოგებითა და 23 წაგებით ბოლო პოზიციაზე – მე-18 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ითამაშებს. მატჩი 8 მაისს არის დაგეგმილი.