უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დაძაბულ შეხვედრაში, სადაც „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ გოლებით სავსე ფრე, 3:3 ითამაშეს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჰენრიხ მხითარიანის გოლი იყო, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
სომეხმა შემტევმა მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე ბურთი ბარსელონას კარში გადაგზავნა და მილანურ კლუბს დაწინაურების რეალური შანსი მისცა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ გოლი გაუქმდა — სულ რაღაც 2-3 სანტიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის გამო.
„ალბათ, მთელი ცხოვრება ამ ეპიზოდზე მომიწევს ფიქრი. ეს იყო მნიშველოვანი მომენტი – შეგვეძლო, წინ გავსულიყავით. სამწუხაროდ, მიკრო თამაშგარე აღმოჩნდა, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი და მომდევნო მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ — აღნიშნა მხითარიანმა მატჩის შემდეგ.