"აიამ" "ბათუმს" სძლია და საჩემპიონო ტიტულს 11 მაისს დაიცავს » სპორტის ხაზი

"აიამ" "ბათუმს" სძლია და საჩემპიონო ტიტულს 11 მაისს დაიცავს

"აიამ" "ბათუმს" სძლია და საჩემპიონო ტიტულს 11 მაისს დაიცავს
27-04-2025, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ‘აიამ’ ‘ბათუმს’ შესარჩევ ფინალში 11:10 სძლია და ჩემპიონის ტიტულს 11 მაისს „აია არენაზე“ დაიცავს.

‘ბათუმს’, რომელმაც რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ფინალში გასვლის შანსი კიდევ ერთხელ, 4 მაისს ექნება, როდესაც ის რუსთავის ‘ხარებს’ ზღვისპირა ქალაქში დაუხვდება.

2024/25 წლების crocobet დიდი 10-ის შესარჩევი ფინალი დაძაბული გამოდგა. მასპინძლები უკეთ ირჯებოდნენ, ნაკლები შეცდომა დაუშვეს და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს. ისინი აგრესიულები იყვნენ დაცვაში, უკეთ ითამაშეს ფეხით და მიზანსაც უწიეს.

ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. ‘აიამ’ დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და ის საბა ერემეიშვილის ლელოთი დასრულდა. დარჩენილ დროში ‘აია’ მეტოქეზე სახიფათოდ უტევდა, თუმცა ორივე გუნდის დაცვა კარგად გაისარჯა და ტაიმი 5:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრების აქტიურობით დაიწყო. მათ შეძლეს ფაზების აკინძვა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდათ და ბუბა ნოზაძემ კარის წინ 15 მეტრიდან გაიტანა. ‘აიამ’ ორი სახიფათო შეტევით უპასუხა, მესამე ჯერზე კარის წინ 35 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავა და ბაბუნაშვილს მიზანმა არ უმტყუნა.

63-ე წუთზე დერეფნიდან მოლი ‘ბათუმმა’ ააგორა, მას ჯაბა შათირიშვილი მოწყდა, მცველი დაჯაბნა და საპასუხო ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ნოზაძემ კი გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა ლიდერობა 5 წუთში დაიბრუნეს. ბაბუნაშვილმა ჯარიმით მონაგარს მორიგი 3 ქულა შემატა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი 11:10 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიუტა მბატირერენგა გახდა.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი