ფლიკი ბარსელონაში რჩება - ახალი კონტრაქტი მაისში გაფორმდება » სპორტის ხაზი

ფლიკი ბარსელონაში რჩება - ახალი კონტრაქტი მაისში გაფორმდება

ფლიკი ბარსელონაში რჩება - ახალი კონტრაქტი მაისში გაფორმდება
29-04-2025, 12:34
Aa Aa
გაზიარება:

„ბარსელონასა“ და ჰანსი ფლიკს შორის თანამშრომლობა გრძელდება — მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე თითქმის შეთანხმდნენ და დარჩენილი მხოლოდ დეტალების დაზუსტებაა. შეთანხმება ოფიციალურად მაისში გაფორმდება.

გერმანელი სპეციალისტი, რომელსაც კლუბში დარჩენა სურს, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თავადაც თანახმაა. ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობა — „ბარსელონა“ სრულ ნდობას უცხადებს ფლიკს და სამომავლო პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრებს.

ახალი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, რაც მასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გულისხმობს.

ფლიკისთვის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია. კლუბის ხელმძღვანელობას კი სურს სტაბილურობის შენარჩუნება და სწორედ ამიტომ მიაჩნიათ მწვრთნელის გრძელვადიანი შენარჩუნება მნიშვნელოვან ნაბიჯად.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

მშვენიერია

29 აპრილი 2025 14:42
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი