რეკორდი ლიგაზე - სერუ გირასი კონტინენტის საუკეთესო გახდა » სპორტის ხაზი

რეკორდი ლიგაზე - სერუ გირასი კონტინენტის საუკეთესო გახდა

რეკორდი ლიგაზე - სერუ გირასი კონტინენტის საუკეთესო გახდა
18-04-2025, 20:14
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგას 1/4-ფინალში გამოეთიშა, გერმანელთა სტრაიკერმა, სერუ გირასიმ დიდებული რეკორდი დაამყარა.

დორტმუნდის 9 ნომერი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლი გაიტანა, ამ შედეგით კი გირასიმ სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის წყვილს გადაასწრო, რომელთაც აქამდე 10-10 გოლი ჰქონდათ გატანილი.

სხვათა შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ გირასი დორტმუნდის ისტორიაშიც შევიდა. სერუ კლუბის ისტორიაში მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ლიგაზე ერთ მატჩში სამი გოლის გატანა დორტმუნდის მაისურით აქამდე რობერტ ლევანდოვსკიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და კარიმ ადეიემიმ შეძლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი