შეხვედრა პარი სენ-ჟერმენის მფლობელთან - კვარაცხელია ფრანგულ გრანდში გადადის? » სპორტის ხაზი

შეხვედრა პარი სენ-ჟერმენის მფლობელთან - კვარაცხელია ფრანგულ გრანდში გადადის?

შეხვედრა პარი სენ-ჟერმენის მფლობელთან - კვარაცხელია ფრანგულ გრანდში გადადის?
10-05-2024, 14:06
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულმა გაზეთმა, RmcSport-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილა.

როგორც ირკვევა, მხარეები ფეხბურთელის ნაპოლიდან პარიზულ გრანდში გადასვლას ოპტიმისტურად უყურებენ და ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

ცხადია, პარი სენ-ჟერმენის გააქტიურება მათი ლიდერის, კილიან მბაპეს გუნდიდან წასვლით აიხსნება. წესით, მბაპემ პსჟ 4 თამაშის შემდეგ უნდა დატოვოს და მადრიდის რეალში გადაინაცვლოს, მისი ადგილი კი კვარაცხელიასი გახდება.

ბოლო ცნობებით, აურელიო დე ლაურენტისი ქართველ გარემარბს 100 მილიონ ევროდ აფასებს, ამდენის გადახდა კი პარიზელებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი