ალფონსო დევისი: "აქ ვითამაშებ თუ რეალში? რაც არ უნდა იყოს..." » სპორტის ხაზი

ალფონსო დევისი: "აქ ვითამაშებ თუ რეალში? რაც არ უნდა იყოს..."

ალფონსო დევისი: "აქ ვითამაშებ თუ რეალში? რაც არ უნდა იყოს..."
9-05-2024, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

ალფონსო დევისმა "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაუტანა და რომ არა ხოსეულს სასწაული (3 წუთში შესრულებული დუბლი), კანადელი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანდა.

ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ალფონსო მომდევნო სეზონში "სამეფო კლუბის" ღირსებას დაიცავს, რაზეც მან თავადვე ისაუბრა, როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს.

"აქ დავრჩები თუ "სანტიაგო ბერნაბეუზე"? ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი აგენტი ბავარიელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. რაც არ უნდა მოხდეს, "ბაიერნის" მადლიერი ყოველთვის ვიქნები", - აცხადებს დევისი.

ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ მომენტი, როდესაც ალფონსო და ანჩელოტი ერთმანეთს თბილად ესაუბრებოდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი