როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" გამოგდების შემდეგ "რეალი" დორტმუნდს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხოსელუმ დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება ვინისიუს ჟურნიორმა მიიღო.
"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფლორენტინიო პერეზს მსოფლიოში საუკეთესო კლუბში მოყვანისთვის", - აცხადებს ვინი ჯილდოს გადაცემის შემდეგ.
ცნობისთვის, ევროპის პირველობისთვის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდს" 1 ივნისს, "უემბლიზე" შეეცილება.