საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდუ ზივზივაძის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.
სიაში გერმანულ გუნდებს ვხვდებით, საიდანაც ყველაზე დიდ ინტერესს სანქტ-პაული იჩენს.
გუნდი, ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა და როგორც ჩანს მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.
ჰამბურგელები ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ცხრილში 63 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ. პაულის ინტერესზე ზივზივაძისადმი აქამდეც ხშირად იწერებოდა.
კიდევ ერთი გუნდი, რომლის ინტერესიც დადასტურდა, თურქული ტრაბზონსპორია, რომელიც სატურნირო ცხრილში, ამ მომენტისთვის, მე-3 პოზიციას იკავებს.
ზივზივაძეს კარლსრუესთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.