საქართველოში დავიდ ტრეზეგე ჩამოდის - დეტალური ინფორმაცია » სპორტის ხაზი

საქართველოში დავიდ ტრეზეგე ჩამოდის - დეტალური ინფორმაცია

საქართველოში დავიდ ტრეზეგე ჩამოდის - დეტალური ინფორმაცია
7-05-2024, 18:24
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე საქართველოს ეწვევა.

"Juventus Academy Tsalenjikha-ს მოწვევით, 29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 30 მაისს, წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას."

"ტრეზეგეს ვიზიტი 31 მაისს თბილისში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის იუვენტუსის ფან-კლუბის წევრებთან შეხვედრა."

"იმავე დღეს, იუვენტუსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი საქართველოში აკადემიის ფუნქციონირების მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე მედიასთან, პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებს"
, - წერს იუვენტუსის ქართული აკადემიის გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი