20-წლამდელები | გახურებას საფრანგეთთან ავჭალაზე ვიწყებთ » სპორტის ხაზი

20-წლამდელები | გახურებას საფრანგეთთან ავჭალაზე ვიწყებთ

20-წლამდელები | გახურებას საფრანგეთთან ავჭალაზე ვიწყებთ
4-05-2024, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ შუადღისას უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით პირველ თამაშს გამართავენ.

ისინი 4 მაისს 16 საათზე, თბილისში, „ავჭალაზე“ მოქმედ ჩემპიონ (და ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულს) საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ „უმცროს ლე ბლესთან“ მოსამზადებელ ეტაპზე აქამდეც გვითამაშია, მაგრამ ყველა ჯერზე სტუმრად, თბილისში კი ამხანაგური მატჩის გასამართად პირველად ჩამოვიდა.

ერთხელ, 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატში უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდე საფრანგეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ სტუმრებმა 54:0 გაიმარჯვეს.

რადგან მომავალი თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატის ხილვა სურთ, შეთანხმების საფუძველზე უმცროსი ბორჯღალოსნების განაცხადში 37 მოთამაშე იქნება. მათგან 8 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. 24 მოთამაშე იქნება საფრანგეთის განაცხადში.

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი