დორტმუნდის ბორუსიასთან მარცხის (0:1) შემდეგ, პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩზე ისაუბრა:
"ასეთია ფეხბურთი - დღეს, სამწუხაროდ დავმარცხდით. რა თქმა უნდა, გვერჩივნა უკეთეს როლში ვმდგარიყავით, მაგრამ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იყო დამოკიდებული.
საერთო ჯამში დაპირისპირება თანაბარი გამოდგა, უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. ვიცოდით, რომ მარტივი გასეირნება არ გველოდა. პარიზში ვიქნებით უფრო ძლიერები, დასაკარგი არაფერი გვაქვს." - თქვა ენრიკემ.