უცხოური გამოცემა წერს, რომ დინამო ბათუმში იჯარით მყოფი გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერით საფეხბურთო კლუბი პოლესიე ინტერესდება.
"ჟურნალისტმა და კომენტატორმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია გიორგი წიტაიშვილის მიმართ „პოლესიეს“ ინტერესის შესახებ. კლუბს დიდი მიზნები აქვს და ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული ნამდვილად არის, მაგრამ სანამ უკრაინაში ომია, წიტაიშვილი დაბრუნებას არ აპირებს. ზაფხულში ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშებს, სავსებით შესაძლებელია, რომ იქ თავი გამოიჩინოს და შეთავაზება მიიღოს.
ამას გარდა, თუ ფიფა-სა და უეფა-ს გადაწყვეტილება (უკრაინულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებისთვის კონტრაქტის შეჩერების შესახებ) ძალაში დარჩება, ქართველი ფეხბურთელი ეცდება, კარიერა ევროპაში გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კიევის „დინამოში“ დაბრუნდება, რადგან ჯერჯერობით ამ კლუბის ფეხბურთელია", - წერს უკრაინული გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში წიტაიშვილს 10 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 4 საგოლე პასი მიითვალა.