ოფიციალურად: "ინტერი" იტალიის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: "ინტერი" იტალიის ჩემპიონია

ოფიციალურად: "ინტერი" იტალიის ჩემპიონია
23-04-2024, 00:44
Aa Aa
გაზიარება:

"ინტერმა" და "მილანმა" მორიგი სანახაობრივი დერბი შემოგვთავაზეს, თუმცა ეს დაპირისპირება განსაკუთრებული იმით იყო, რომ "ნერაძურიმ" ამ გამარჯვებით იტალიის ჩემპიონობა გაინაღდა.

დიახ, სკუდეტოსთვის ბრძოლა ჩემპიონატში 5 ტურით ადრე დასრულდა. ერთადერთი გუნდი, რომელიც "ინტერს" კონკურენციას უწევდა, კუდში მისდევდა და ზოგჯერ, ფორმალურადაც უსწრებდა ხოლმე "იუვენტუსი" იყო, მაგრამ მათი ბოლო დაპირისპირება სწორედ მილანელებმა მოიგეს და პრინციპულ მეტოქესთან უპირატესობა გაზარდეს, რამაც "ბებერი ქალბატონი" იმდენად ჩამოშალა, რომ "მილანმაც" კი გაასწრო.

ასე და ამგვარად, სიმონე ინძაგის გუნდმა 2024 წლის სკუდეტო 27 მოგებითა და 5 ფრით შეძლო, წინ კიდევ 5 მატჩია, მაგრამ ამას "ინტერისთვის" დიდი მნიშნელობა არ აქვს.

თუმცა ბომბარდირთა დავაში ლაუტარო მარტინესია პირველი 23 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით. მეორე ადგილს დუშან ვლაჰოვიჩი იკავებს, 16 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით. მართალია 7 ბურთიანი სხვაობის დროს დაწევა რთულია, იმის ფონზეც, რომ მხოლოდ 5 ტური დარჩა სათამაშო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ლაუტაროს ცოტაოდენი გოლების გატანა კიდევ მართებს.

შეიძლება იმის თქმაც, რომ "ინტერი" ახლოს იყო სერია ა-ს ქულების რეკორდთან, რომელიც კონტეს "იუვენტუსს" ეკუთვნის, როდესაც მათ 102 ქულა მოაგროვეს, მაგრამ წინა ტურში "ნერაძურიმ" "კალიარისთან" ქულები დათმო და ეს შანსი დაკარგა. ახლა მაქსიმუმ 15 ქულა მოაგროვოს და 101 ქულით დაასრულოს სეზონი.

სიმონე ინძაგის გუნდისთვის ეს მე-20 სკუდეტოა, რითიც "მილანს" გაასწრეს, "იუვენტუსს" კი 16-ით ჩამორჩებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი