როგორც ფოთის კოლხეთის ოფიციალურ განცხადებაში წერია, მათი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი კობა წიტაიშვილმა ჩაიბარა.
"ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა დათო კვირკველიამ, რომელიც კლუბის სტრუქტურაში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას."
"ფოთის „კოლხეთი 1913“-ს კობა წიტაიშვილი გაწვრთნის", – წერია კლუბის განცხადებაში.
ცნობისთვის, კობა წიტაიშვილი 45 წლის გახლავთ. მან კარიერა ზუგდიდის „დინამოში“ დაიწყო და გარდა ამისა, მას უთამაშია „შევარდენი-1906“-ში, „ოდიშში“, თბილისის „დინამოში“, თბილისის თსუ-ში, ირონის „ჰაპოელში“, „ბნეი იეჰუდაში“, ცაფრირიმის „ჰაპოელში“, ფოთის „კოლხეთში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „ანორთოსისში“, ლიმასოლის აელ-ში, ლარნაკას აეკ-ში და „ნეა სალამინაში“.