უკანასკნელ "ელ კლასიკოში" "რეალმა" იმარჯვა, ანგარიშით 3-2, თუმცა შეხვედრა ბევრი საკამათო ეპიზოდით იყო მოცული.
მაგალითად, პირველი გოლის დროს ლუკას ვასკესის მიერ მოპოვებული 11 მეტრიანი გოლში იქნა გარდასახული, მაგრამ ყველა როდი ფიქრობს, რომ ეს ნამდვილად თამაშის წესების დარღვევა იყო.
მაგალითად "ბარსელონას" ყოფილმა ბრაზილიელმა მცველმა ხერარდ პიკემ შემდეგი განცხადება გააკეთა.
"ჩემი აზრით, 11 მეტრიანი არ უნდა დაენიშნათ, რადგან კარგად ჩანდა, რომ ვასკესი პენალტზე წავიდა და ადრე დაიწყო დაცემა.
"თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ, რომ ლუკასი მცველის ფეხისკენ გამიზნულად მიდის, რათა წამოედოს და შემდეგ მინდორზე გაწვეს. ეს მსაჯებს უნდა შეემჩნიათ", - განაცხადა პიკემ.