ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა ფეხბურთელმა, შაკ სვარტმა თქვა, რომ აიაქსის გაწვრთნის ერთ-ერთი სამომავლო კანდიდატი შოთა არველაძეა.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში აიაქსი საკმაოდ დაულაგებელია, რის გამოც დიდია შანსი, რომ ნიდერლანდურმა გრანდმა უახლოეს მომავალში მწვრთნელი გამოიცვალოს.
"არავინ იცის თუ რა მოხდება მომავალში. ჩემი აზრით, შოთა არველაძე აიაქსისთვის კარგი დამრიგებელი იქნებოდა და ის არის კიდეც ერთ-ერთი კანდიდატი."
"ვფიქრობ, თავისი გამოცდილებით შოთა არველაძე აიაქსის არსებულ პრობლემებს ძალიან უნდა მოუხდეს", - თქვა შაკ სვარტმა.