ასეთი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა - მიქაუტაძე და კვარაცხელია ისტორიას წერენ! » სპორტის ხაზი

ასეთი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა - მიქაუტაძე და კვარაცხელია ისტორიას წერენ!

ასეთი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა - მიქაუტაძე და კვარაცხელია ისტორიას წერენ!
22-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზას რომ ადგას, ეს სულ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთთან მოგებული თამაშის და ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა.

გარდა ამისა, გუშინ დაფიქსირდა შედეგი, რომელიც ქართული ფეხბურთის რეალობაში აქამდე არასდროს გვინახავს, ამ შედეგის ორი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან.

საქმე ისაა, რომ ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს 10+ გოლი ერთსა და იმავე სეზონში არასდროს გაუტანიათ, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან ერთად სერია A-ში 10 გოლი აქვს. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე ლიგა 1-ში მეცთან ერთად. ამ მიღწევით ქართველმა ფორვარდებმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ოქროს ასოებით შეავსეს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი