კალცონას კვარაცხელია იმდენად არ მოსწონდა, რომ 70-ე წუთზე შეცვალა » სპორტის ხაზი

კალცონას კვარაცხელია იმდენად არ მოსწონდა, რომ 70-ე წუთზე შეცვალა

კალცონას კვარაცხელია იმდენად არ მოსწონდა, რომ 70-ე წუთზე შეცვალა
20-04-2024, 21:28
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ფრანჩესკო კალცონას ხვიჩა კვარაცხელია თამაშიდან თითქმის არასდროს არ გაჰყავდა, თუმცა დღევანდელი მატჩი გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.

სერია A-ს მიმდინარე შეხვედრაში ემპოლი ნაპოლის მინიმალური სხვაობით, 1:0-ს ამარცხებს, კალცონამ კი კვარა 70-ე წუთზე გაიყვანა.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (6.3), მეორე ტაიმში კი კვარას რეიტინგი მხოლოდ 6.4-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A ჩემპიონთა ლიგაზე არა 4, არამედ 5 გუნდს გაიყვანს, დარჩენილი ქულები კი ნაპოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი