ჩაბი ალონსომ "იუვენტუსის" რეკორდი გააუმჯობესა » სპორტის ხაზი

ჩაბი ალონსომ "იუვენტუსის" რეკორდი გააუმჯობესა

ჩაბი ალონსომ "იუვენტუსის" რეკორდი გააუმჯობესა
19-04-2024, 11:24
Aa Aa
გაზიარება:

წუხანდელ შეხვედრაში "ვესტ ჰემი" და " ლევერკუზენი" ანგარიშით 1-1 დაზავდნენ და ჩაბი ალონსოს გუნდი ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელებმა ზედიზედ 44-ე მატჩი ჩაატარეს წაუგებლად, რაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში რეკორდულია.

აქამდე ამ რეკორდს "იუვენტუსი" ფლობდა 43 მატჩიანი წაუგებელი სერიით, მაგრამ წინა შეხვედრაში "ლევერკუზენი" "ბებერ ქალბატონს" გაუთანაბრდა, წუხელ კი შედეგი გააუმჯობესა და უპირობოდ გალიდერდა.

მათი მეტოქე ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე "რომა" იქნება, მატჩები კი 2 მაისი და 9 მაისსს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი