ოფიციალურად: იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება

ოფიციალურად: იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება
19-04-2024, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში იტალიას 5 გუნდი წარადგენს.

ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებების მიხედვით რეიტინგში 2 საუკეთესო ქვეყანა დამატებით თითო-თითო კვოტას მიიღებს ჩემპიონთა ლიგაზე. ეს კი იმის ხარჯზე, რომ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა.

ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად ტიფოზებს 8 გუნდი ეყოლებათ საგულშემატკივროდ.

არის იმის ალბათობაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალია 6 გუნდით წარსდგეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ "რომა" ან "ფიორენტინა" მიმდინარე სეზონში ევროტურნირის თასს აღმართავენ და ისინი სერია ა-ს ცხრილის საუკეთესო 5 გუნდში არ იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი