ქართულ მედიაში თენგიზ სულაქველიძის კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ის ამბობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში საერთოდ სხვა მოვლენაა, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაში იყო.
"ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება, ეს არის, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს. 10 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი ვითამაშე, მაგრამ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო."
"ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საქართველოს მაისური მცმოდა და ერთი თამაში ამ მაისურით მაინც მეთამაშა, - ეს სხვა რამეა..", - თქვა თენგიზ სულაქველიძემ.