უკრაინის პრემიერლიგაში მე-10 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დონეცკის შახტარმა სტუმრად ზორია 3:1 დაამარცხა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 76-ე წუთამდე ითამაშა და ანგარიშიც მისი აქტიურობით გაიხსნა. 30-ე წუთზე ირაკლიმ შესანიშნავად ითამაშა და კარგი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
უკრაინული გრანდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი შეხედრაში 89-ე წუთზე ჩაერთო.
შახტარი 55 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დინამო კიევს 4 ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო: