კარაგერი: "მატჩზე ასე რომ გეყურებინათ, მიხვდებოდით, რომ "რეალისა" და "სიტის" დონეები განსხვავებულია » სპორტის ხაზი

კარაგერი: "მატჩზე ასე რომ გეყურებინათ, მიხვდებოდით, რომ "რეალისა" და "სიტის" დონეები განსხვავებულია

კარაგერი: "მატჩზე ასე რომ გეყურებინათ, მიხვდებოდით, რომ "რეალისა" და "სიტის" დონეები განსხვავებულია
18-04-2024, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებების შემდეგ "CBS Sports"-ის ეთერში ექსპერტებმა შეხვედრებზე თავიანთი აზრი დააფიქსირეს.

გამოსარჩევი იყო ჯეიმი კარაგერის სიტყვა, რომელმაც "რეალისა" და "სიტის" შესახებ ისაუბრა.

"საერთოდ არ მგონია, რომ "რეალი" "სიტიზე" უკეთესია. ეს აზრი ბევრჯერ დამიფიქსირებია და ახლაც ასე ვფიქრობ. ლიგის გამარჯვებული ევროპის საუკეთესო ყოველთვის როდია.

"მადრიდელებმა იპოვეს გზა მატჩის გადასარჩენად. ბოლო 3 წელიწადში "ქალაქელებმა" "სალეფო კლუბი" ორჯერ დაამარცხეს. ინგლისელები ბევრად უკეთესები იყვნენ, მაგრამ ესპანელებს რაღაც განსაკუთრებული აქვთ და აზროვნებენ ისე, თითქოს მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

"თამაშს გუნდების სახელების ცოდნის გარეშე რომ გეყურებინათ, მიხვდებოდით, რომ მათი დონეები ბევრად განსხვავებულია", - განაცხადა ექპერტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი