ბუდუს მამა: "ბუდუ არ ხუმრობს, როცა ხალხს გერმანიაში თავისთან ეპატიჟება" » სპორტის ხაზი

ბუდუს მამა: "ბუდუ არ ხუმრობს, როცა ხალხს გერმანიაში თავისთან ეპატიჟება"

ბუდუს მამა: "ბუდუ არ ხუმრობს, როცა ხალხს გერმანიაში თავისთან ეპატიჟება"
18-04-2024, 17:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის მამამ კახამ მის შვილზე ისაუბრა.

"ის გულკეთილი ადამიანია, რომელიც მუდამ გიღმის. ყველა და ყველაფერი უყვარს. მისი მიმართვა "ჩემთან დარჩითო" ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს ასე არაა და მან ეს მთელი გულით თქვა.

"მამის ამპლუაშიც ძალიან კარგი და ყურადღებიანია. ჩვენ მას ყოველდღე ვეკონტაქტებით. საკმარისია რაიმე ისურვო, იმწამსვე გისრულებს. ხშირად გვეუბნება, რომ ჩვენ რომ არ გადაგვეწყვიტა მისი ცხოვრების ამდაგვარი განვითარება, ყველაფერი სულ სხვნაირად იქნებოდა. ალბათ მოისმენდით როცა თქვა, რომ ჩემზე ბედნიერი ალბათ მარტო მამაჩემიაო.

"ჩვენი რძალიც ქუთაისელია და ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. მათ სიყვარულის ნაყოფი ჰყავთ - შაი. მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ძალიან დატვირთულია, შვილს მაინც უდიდეს ყურადღებას უთმობს. მე და ჩემი მეუღლე მათ წყვილს რომ ვუყურებთ, სიამოვნებით ვტკბებით", - განაცხადა კახამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი