საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ღიად დააფიქსირა, რომ საპროტესტო აქციას სულიერად ურთდება.
"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია".
ფეხბურთელმა ისიც თქვა, რომ ამ სიტყვების გამო მისთვის მადლობის გადახდა საჭირო არ არის.
"მადლობა არავინ გადამიხადოს, ეს ჩემი სათქმელია, როგორც საქართველოს მოქალაქის და იმას ვამბობ, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა თქვას", - აცხადებს ბუდუ.
ბუდუსთან ერთად თავისი აზრი გიორგი ქოჩორაშვილმაც დააფიქსირა და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოფინა, რომელშიც იგი ოჯახთან ერთად მშვიდობიან აქციაზე იყო, ძალიან მალე კი მისი სოციალური ქსელი გაქრა.