სულ ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირებების განმეორებითი მატჩები.
ესპანეთში ჩასულმა "პსჟ"-მ "ბარსელონას" 2 ბურთიანი სხვაობა აღმოუფხვრა და მომდევნო ეტაპზე მეტოქის 1-4 დამარცხების შედეგად (4-6 ორი მატჩის ჯამში) გავიდა.
მათი მეტოქე "დორტმუნდი" იქნება, რომელმაც პარიზელების მსგავსად "ატლეტიკოს" დაუქამბექა და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა.
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 30 აპრილს 23:00-ზე გაიმართება მეორე კი - 7 მაისს.