საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხებურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა " LaGazzetta.ge"-სთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მოლოდინებზე ისაუბრა ევრო 2024-სთვის.
"პოერტუგალიის თამაშებს ვუყურებ ხოლმე. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არც ერთი ნაკრები გაგვიანალიზებია, მაგრამ, როგორც ბუდუმ და ვილიმ თქვეს, გერმანიაში ტურისტების ამპლუაში არ ჩავდივართ. ჩვენი სურვილი და მიზანია მოტივაციით, სტრატეგიითა და ფსიქოლოგიური ძალით გავაგრძელოთ ეს გზა და შევეცდებით, ქართველ ხალხს კიდევ მივანიჭოთ ბედნიერება.
"პირველ მატჩებამდე დიდი დროა და ამ მომენტისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ "ლევანტე" მიტრიალებს თავში, გუნდს ჩემი დახმარება სჭირდება. ასე მარტო მე არ ვარ, სხვებიც ზრუნავენ კლუბებზე.
"ევროპის ჩემპიონატს ძალიან მომზადებულები შევხვდებით, თავს არაფრისთვის დავზოგავთ", - განაცხადა გიორგიმ.