ზაფხულში ჩანიშნული ევრო 2024-ის დაწყებისას საქართველო F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.
ამ ტურნირის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვალერი კარპინის მეუღლემ, რომელმაც თქვა, რომ ევროზე მისი ფავორიტი გუნდი სწორედ საქართველო იქნება.
"ევროპის ჩემპიონატზე მხარს საქართველოს დავუჭერ. გარდა ამისა, ჩემი ფავორიტი გუნდი იქნება გერმანიაც", - ამბობს დარია კარპინა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ზე თავის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი თურქეთი იქნება.