პედრი: "უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი" » სპორტის ხაზი

პედრი: "უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი"

პედრი: "უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი"
11-04-2024, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა პედრი გონსალესმა "პსჟ"-ს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რაფინიას კარგმა ქმედებებმა და იმ ფაქტმაც, რომ მოძრაობა არ შეიწყვიტავს ნამდვილად გაამართლა. სტადიონზე შესვლისას ყოველთვის გინდა, რომ გუნდს დაეხმარო, თუნდაც საგოლე გადაცემით.

"დიახ, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გვახსოვს, რომ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო.

"ორმაგად ბედნიერი ვარ, დაბრუნებისა და მოგების გამო. უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი.

"მწვრთნელები ერთმანეთს სტილით ძალიან ჰგავდნენ და ძალიან კარგი მატჩი ვიხილეთ. ჩვენი მენტალიტეტი კი ნამდვილად შეცვლილია, ადრე რომ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდნილიყავით და 2 გოლი გაგვეშვა, დიდი ალბათობით, წავაგებდით", - განაცხადა პედრიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი