კრისტანტენი: "ამის გამო გამიმართლა" » სპორტის ხაზი

კრისტანტენი: "ამის გამო გამიმართლა"

კრისტანტენი: "ამის გამო გამიმართლა"
11-04-2024, 11:24
Aa Aa
გაზიარება:

"ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ანდრეას კრისტანსენმა "პსჟ"-სა და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში (2-3) გოლის გატანა შეძლო.

გთავაზობთ ანდრეას კომენტარს მისი გოლისა და გამართლების შესახებ.

"ალბათ დაბადებისდღის გამო მოხდა, რომ ასე გამიმართლა. მოვიგეთ და გოლიც გავიტანე, უბედნიერესი ვარ, მაგრამ იმედგაცრუებულიც, რადგან ბარათის მიღების გამო საპასუხო მატჩს გამოვტოვებ.

"თამაში საკმაოდ რთული გამოდგა, პარიზელები შეტევაში ძალიან სწრაფები იყვნენ, მაგრამ ამ კომპონენტში საბოლოოდ ჩვენ ვაჯობეთ და მათ მაინც გავუმკლავდით", - განაცხადა კრისტანსენმა.

დანიელი ფეხბურთელი 28 წლის გახდა და საკუთარ დაბადების დღეზე საჩუქარი გაუკეთა როგორც გულშემატკივარს, ასევე თავის თავსაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი