კუნდე: "აი, ასე შევაჩერეთ მბაპე" » სპორტის ხაზი

კუნდე: "აი, ასე შევაჩერეთ მბაპე"

კუნდე: "აი, ასე შევაჩერეთ მბაპე"
11-04-2024, 11:17
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "პსჟ"-სა და "ბარსელონას" შორის გამართული დაპირისპირება ესპანელების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კილიან მბაპეს აღნიშნულ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, რაზეც მისმა მეურვე ჟიულ კუნდემ კომენტარი გააკეთა.

"მბაპე? მიხარია, რომ მისი შეჩერება შევძელით, ვიცოდით, რომ ეს რთული დავალება იქნებოდა, მაგრამ მოხარულები ვართ, რომ ამ მომენტისათვის კილიანის განეიტრალება მოვახერხეთ.

"როგორ გავაკეთეთ? რა თქმა უნდა, გუნდური ძალისხმევით, სხვანაირად არც გამოგვივიდოდა. საპასუხო შეხვედრაში მეტი ფოკუსი გვმართებს, განსაკუთრებით ტაიმების სტარტზე.

"დღეს რამდენიმე წუთით მოვდუნდით და ეს ძვირად დაგვიჯდა, მსგავსი რამის განმეორებას აღარ შევეცდებით", - განაცხადა კუნდემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.