ბერძნების კაპიტანი: "საქართველოსთან მარცხი ძალიან განვიცადეთ" » სპორტის ხაზი

ბერძნების კაპიტანი: "საქართველოსთან მარცხი ძალიან განვიცადეთ"

ბერძნების კაპიტანი: "საქართველოსთან მარცხი ძალიან განვიცადეთ"
29-03-2024, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა საქართველოსთან პენალტების სერიაში მარცხის შესახებ სოც.ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

აი, რას წერს ბაკასეტასი:

"შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია."

"ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი ძალიან მტკივნეულია. თუმცა პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში იმას, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ."

"მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია", - წერს ბაკასეტასი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.