გვარდიოლა "ნიუკასლის" ნახევარმცველის შეძენით შეპყრობილია » სპორტის ხაზი

გვარდიოლა "ნიუკასლის" ნახევარმცველის შეძენით შეპყრობილია

გვარდიოლა "ნიუკასლის" ნახევარმცველის შეძენით შეპყრობილია
28-03-2024, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პირდაპირი მნიშვნელობით შეპყრობილია "ნიუკასლის" ნახევარმცველის ტრანსფერით.
Fichajes-ის მიხედვით, ესპანელ სპეციალისტს გუნდში ბრუნო გიმარაესის მოწვევა სურს.

ბრაზილიელის ღირებულება 100 მილიონის ფარგლებში მერყეობს. გვარდიოლა ხელმძღვანელებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, თუმცა უცნობია, გადაიხდიან თუ არა ასეთ თანხას მანჩესტერული გუნდის მესვეურები.

გიმარაესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 3 გოლი და 5 ასისტია. 29 წლის ნახევარმცველი "ნიუკასლს" 2022 წლის იანვარში ფრანგული "ლიონიდან" შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.