ლაშა ბექაურმა თბილისის "გრანდ სლემი" ზედიზედ მეორედ მოიგო. მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი დაამარცხა.
საქართველოს სახელზე უკვე თბილისის "გრანდ სლემის" სამი ოქროს მედალია.
ეს მედლები ლაშა შავდათუაშვილს, ეთერ ლიპარტელიანს და ლაშა ბექაურს ეკუთვნის.